
ფსალმუნი 87:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
ფსალმუნი 87:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 87:5 კონტექსტში
87:3ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.
87:4გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.
87:5სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 87:5
- გალატელთა მიმართ 3:26რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
- გალატელთა მიმართ 3:28აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
- რომაელთა მიმართ 8:31მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენ წინააღმდეგ?
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:23როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:24ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
- ეზექიელი 48:35სულ ირგვლივ თვრამეტი ათასი. ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: იქ არის უფალი.
- ებრაელთა მიმართ 11:32მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად,
- ებრაელთა მიმართ 12:2თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 87
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 87 · გახსენი ბიბლიის მკითხველში