
ფსალმუნი 87:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.
ფსალმუნი 87:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 87:7 კონტექსტში
87:5სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
87:6უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.
87:7მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 87:7
- ფსალმუნები 36:9რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
- იოანე 1:16და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
- ესაია 12:3სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
- გამოცხადება 21:6კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს.
- გამოცხადება 22:17სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.
- იოანე 4:14მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
- გამოცხადება 22:1და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
- მეფეთა ბ 6:14რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდი ემოსა დავითს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 87
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 87 · გახსენი ბიბლიის მკითხველში