
ფსალმუნი 88:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვიდეს შენ წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.
ფსალმუნი 88:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 88:2 კონტექსტში
88:1გალობა.ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდისლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.
88:2მოვიდეს შენ წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.
88:3რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
88:4შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 88:2
- ფსალმუნები 31:2მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
- გლოვა იერემიასი 3:8კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
- ფსალმუნები 79:11მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს.
- ფსალმუნები 141:1ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
- ფსალმუნები 141:2წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენ წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 88
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 88 · გახსენი ბიბლიის მკითხველში