
გლოვა იერემიასი 3:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
გლოვა იერემიასი 3:8 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:8 კონტექსტში
3:6ჩამსვა წყვდიადში საუკუნოდ მკვდარივით;
3:7ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები;
3:8კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
3:9გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები;
3:10დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:8
- იობი 30:20შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენ წინაშე და ვერ მამჩნევ;
- ფსალმუნები 22:2ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
- იობი 19:7აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი;
- მათეს სახარება 27:46და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?
- აბაკუმი 1:2როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე?
- გლოვა იერემიასი 3:44ღრუბლით მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები;
- ფსალმუნები 80:4უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში