
ფსალმუნი 88:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.
ფსალმუნი 88:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 88:5 კონტექსტში
88:3რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
88:4შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
88:5მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.
88:6მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.
88:7მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 88:5
- ესაია 53:8საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა.
- ფსალმუნები 31:22და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის.
- შესაქმე 19:29როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
- ესაია 38:10ვიფიქრე, შავეთის ბჭეებს მივადექი-მეთქი ჩემი ცხოვრების შუაძალზე, წამერთვა- მეთქი დარჩომილი წლები;
- ესაია 38:12აიყარა-მეთქი ჩემი ყოფა და გამეცალა, როგორც მწყემსის კარავი; დავახვიე-მეთქი ჩემი სიცოცხლის ძაფი და, აჰა, ძირში მომკვეთს-მეთქი. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
- ფსალმუნები 31:12გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი.
- ფსალმუნები 88:16თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
- ეზექიელი 32:18ადამის ძევ! დაიტირე ეგვიპტელთა სიმრავლე, ჩაიყვანე ის და ძლიერ ხალხთა ასულნი ქვეშეთის ქვეყანაში საფლავად ჩამავლებთან ერთად!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 88
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 88 · გახსენი ბიბლიის მკითხველში