
ფსალმუნი 89:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას,
ფსალმუნი 89:27 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 89:27 კონტექსტში
89:25ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას.
89:26ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა;
89:27მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას,
89:28უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის.
89:29და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი - ვითარცა დღენი ცისანი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 89:27
- კოლასელთა მიმართ 1:15ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,
- კოლასელთა მიმართ 1:18ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,
- გამოცხადება 19:16ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი.
- ფსალმუნები 2:7გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
- რომაელთა მიმართ 8:29რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.
- ფსალმუნები 72:11და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
- რიცხვთა 24:7იდინებს წყალი მისი სარწყულებიდან და მისი თესლი დიდ წყლებში იქნება; აგაგზე უფრო ამაღლდება მისი მეფე და აღზევდება მისი სამეფო.
- ფსალმუნები 2:10ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 89
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 89 · გახსენი ბიბლიის მკითხველში