
ფსალმუნი 72:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
ფსალმუნი 72:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 72:11 კონტექსტში
72:9მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
72:10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
72:11და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
72:12რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
72:13შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 72:11
- ფსალმუნები 86:9ყოველი ხალხი, შენ მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
- ესაია 49:22ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი ასულეხი მხრებზე ეყოლებათ აყვანილი.
- ესაია 49:23მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს.
- გამოცხადება 11:15მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.
- გამოცხადება 21:24ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში.
- გამოცხადება 21:26და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს.
- ფსალმუნები 138:4განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.
- ფსალმუნები 138:5და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 72
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 72 · გახსენი ბიბლიის მკითხველში