
ფსალმუნი 9:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
ფსალმუნი 9:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 9:14 კონტექსტში
9:12რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
9:13შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
9:14რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
9:15ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
9:16ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 9:14
- ფსალმუნები 13:5თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
- ფსალმუნები 106:2ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?
- ფსალმუნები 20:5ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
- ფსალმუნები 51:12დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
- ფსალმუნები 35:9ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.
- მეფეთა ა 2:1ილოცა ხანამ და თქვა: გამიხალისდა გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა; გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.
- ესაია 37:22აი, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ, დაგცინის ქალწული ასული სიონისა, თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
- ფსალმუნები 21:1გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 9
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში