
ფსალმუნი 90:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!
ფსალმუნი 90:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 90:3 კონტექსტში
90:1ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე.
90:2ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
90:3კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!
90:4რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.
90:5ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 90:3
- შესაქმე 3:19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
- ეკლესიასტე 12:7მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
- იობი 34:14თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,
- იობი 34:15ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი;
- ფსალმუნები 146:4ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.
- ფსალმუნები 104:29დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
- რიცხვთა 14:35მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელ ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემ წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან.
- იობი 12:10ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 90
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 90 · გახსენი ბიბლიის მკითხველში