
ფსალმუნი 104:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
ფსალმუნი 104:29 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:29 კონტექსტში
104:27ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
104:28მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
104:29დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
104:30გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
104:31იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:29
- ეკლესიასტე 12:7მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
- იობი 34:14თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,
- იობი 34:15ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი;
- ფსალმუნები 146:4ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.
- მოციქულთა საქმენი 17:25და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
- შესაქმე 3:19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
- ფსალმუნები 30:7შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი.
- ფსალმუნები 90:3კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში