
ფსალმუნი 90:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
ფსალმუნი 90:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 90:5 კონტექსტში
90:3კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!
90:4რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.
90:5ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
90:6დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
90:7რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 90:5
- ესაია 40:6ხმა ამბობს: ახარე. კითხულობს: რა ვახარო? ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი.
- ფსალმუნები 103:15ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
- ფსალმუნები 103:16ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
- ფსალმუნები 73:20როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.
- იობი 22:16რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:24ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
- იობი 27:20ნიაღვარივით დაატყდება საშინელებანი, ღამით მოიტაცებს მას ქარიშხალი.
- იობი 27:21წაიღებს აღმოსავლეთის ქარი და წავა, ადგილიდან ახვეტავს მას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 90
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 90 · გახსენი ბიბლიის მკითხველში