
ფსალმუნი 91:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი.
ფსალმუნი 91:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 91:6 კონტექსტში
91:4თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.
91:5ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი.
91:6შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი.
91:7დაეცემა შენ გვერდით ათასი და ათი ათასი შენ მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.
91:8ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 91:6
- ფსალმუნები 121:5უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
- ფსალმუნები 121:6დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
- რიცხვთა 16:48დადგა იგი დახოცილთა და ცოცხალთა შორის და შეწყდა მუსვრა.
- მათეს სახარება 24:6გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
- მათეს სახარება 24:7რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.
- გამოსვლა 12:29შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
- გამოსვლა 12:30ფეხზე დადგნენ იმ ღამით ფარაონი, მისი მორჩილები და მთელი ეგვიპტე; შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
- კორინთელთა მიმართ ა 10:3და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 91
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 91 · გახსენი ბიბლიის მკითხველში