
ფსალმუნი 91:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაეცემა შენ გვერდით ათასი და ათი ათასი შენ მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.
ფსალმუნი 91:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 91:7 კონტექსტში
91:5ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი.
91:6შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი.
91:7დაეცემა შენ გვერდით ათასი და ათი ათასი შენ მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.
91:8ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
91:9რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 91:7
- გამოსვლა 12:12მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი.
- გამოსვლა 12:13სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ.
- შესაქმე 7:23აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.
- რიცხვთა 14:37ერთბაშად განადგურდნენ უფლის წინაშე ცუდი ხმის დამყრელი ეს კაცები.
- რიცხვთა 14:38იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იყვნენ იმათ შორის, ვინც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული.
- ფსალმუნები 32:6ამიტომ ილოცავს შენ მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას.
- იესო ნავეს ძე 14:10აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 91
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 91 · გახსენი ბიბლიის მკითხველში