
ფსალმუნი 95:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა და მთების ძლიერება მისია.
ფსალმუნი 95:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 95:4 კონტექსტში
95:2სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას.
95:3რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.
95:4რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა და მთების ძლიერება მისია.
95:5რადგან მისია ზღვა - მან შეჰქმნა იგი და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.
95:6მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 95:4
- ფსალმუნები 135:6ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.
- აბაკუმი 3:10დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.
- აბაკუმი 3:6შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი.
- იობი 9:5მან შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის; მან დაამხო ისინი თავისი რისხვით;
- ნაუმი 1:5მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები; წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი.
- ფსალმუნები 65:6განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით.
- იობი 11:10თუ ჩაივლის, დაატუსაღებს და მსჯავრს დასდებს - წინ ვინ აღუდგება?
- მიქა 1:4მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 95
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 95 · გახსენი ბიბლიის მკითხველში