
ფსალმუნი 65:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით.
ფსალმუნი 65:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 65:6 კონტექსტში
65:4ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.
65:5საშიშარო, სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა.
65:6განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით.
65:7აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.
65:8და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 65:6
- ფსალმუნები 93:1უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.
- მიქა 6:2ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს.
- აბაკუმი 3:6შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი.
- ფსალმუნები 24:2რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
- ფსალმუნები 119:90თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
- ესაია 51:9აღდექ, აღდექ, ძალი შეიმოსე, უფლის მკლავო! აღდექ, როგორც ძველ დროში, ძველ თაობებში. განა შენ არა ხარ რაჰაბის გამკვეთელი, ურჩხულის გამგმირავი?
- მეფეთა ა 2:4ძლიერთა მშვილდი დალეწილია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 65
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 65 · გახსენი ბიბლიის მკითხველში