
ფსალმუნი 104:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
ფსალმუნი 104:32 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:32 კონტექსტში
104:30გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
104:31იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
104:32დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
104:33ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:32
- ფსალმუნები 144:5უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ.
- გამოსვლა 19:18ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
- ფსალმუნები 97:4გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
- ფსალმუნები 97:5მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი ქვეყნიერების უფლის პირისაგან.
- აბაკუმი 3:10დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.
- ფსალმუნები 114:7უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,
- ესაია 64:1ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენ წინაშე!
- ესაია 64:2როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენ წინაშე ხალხები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში