
ფსალმუნი 104:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
ფსალმუნი 104:34 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:34 კონტექსტში
104:32დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
104:33ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
104:34ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
104:35გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:34
- აბაკუმი 3:17თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი.
- აბაკუმი 3:18მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას.
- ფილიპელთა მიმართ 4:4მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.
- ფსალმუნები 1:2არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
- ფსალმუნები 119:127ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად.
- ფსალმუნები 119:128ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
- ფსალმუნები 119:15შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
- ფსალმუნები 119:16შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში