
გამოცხადება 15:8, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი.
გამოცხადება 15:8 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 15:8
5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “კვამლი მიანიშნებს ღვთის საშინელ, გამანადგურებელ და მტანჯველ რისხვაზე, რომელიც ტაძრის აღვსების შემდეგ, სამსჯავროს დღეს თავს დაატყდება მის ღირსთ. უპირველესად კი, ანტიქრისტეს თაყვანისმცემლებსა და განდგომილების საქმეთა მოქმედთ.”
მთელი განმარტება
კვამლი მიანიშნებს ღვთის საშინელ, გამანადგურებელ და მტანჯველ რისხვაზე, რომელიც ტაძრის აღვსების შემდეგ, სამსჯავროს დღეს თავს დაატყდება მის ღირსთ. უპირველესად კი, ანტიქრისტეს თაყვანისმცემლებსა და განდგომილების საქმეთა მოქმედთ.
ამის დასტურია შემდგომი სიტყვებიც: “და ვერავინ შევიდა ტაძარში, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული” (გამოცხ. 15:8).
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ვიდრე ღვთაებრივი რისხვა ბოროტეულთაგან მართალთ არ განაცალკევებს, ვიდრე ცოდვილნი სასჯელს არ მიიღებენ, წმიდანები ვერ მიიღებენ წილს ზეციურ იერუსალიმში, ვერ ეზიარებიან მსახურებასა და სიმშვიდეს ღვთის ტაძარში. ჯერ უნდა დასრულდეს წყლულები, რომლითაც ცოდვებისთვის სამაგიერო მიეზღებათ მათ, ვინც ეს დაიმსახურა, და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ წმიდანებს ზეცაში დამკვიდრების უფლება.
ვფიქრობ, არც ის შემცდარა, ვინც თითოეულ წყლულს მიაკუთვნებს დედამიწაზე მყოფთ აღსასრულის ჟამს. ღმერთი, როგორც კაცთმოყვარე, რათა შეამციროს მომავალში უსასრულო ტანჯვა, უშვებს ამჟამინდელ ცხოვრებაში სადამსჯელო წყლულებს მათზე, ვინც ეს დაიმსახურა, წინასწარმეტყველთა ენოქისა და ელიას, ან ომების შედეგად გამოწვეული ტანჯვის მეშვეობით.
მაგრამ ჩვენ შევევედროთ უფალს, რათა მან მამობრივად დაგვსაჯოს და არა მრისხანებით გვტანჯოს, რადგან ნათქვამია: “არ არის საღი ადგილი ჩემს ხორცზე შენი რისხვის გამო” (ფსალმ. 37:4). ცრემლებითა და სინანულით განვბანოთ ცოდვებით შებილწული სამოსელი, შევიმოსოთ საქორწინო სამოსელი და შევიდეთ ქრისტე ღმერთის ჩვენის საუკუნო სიხარულის სავანეში. Რომელსაც შეჰფერისი ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანება მამასთან და წმიდა სულთან ერთად, ახლა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ეკუმენიოსი6 საუკუნე პრიმაზიუსი ადრუმეტელი6 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე
1 / 5
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოცხადება 15:8 კონტექსტში
15:6გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი, სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი.
15:7ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი.
15:8და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 15:8
- ესაია 6:4შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.
- გამოსვლა 40:34დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
- გამოსვლა 40:35ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე.
- ნეშტთა შორისა ბ 5:13ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ), როცა იქუხა საყვირებისა და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.
- ნეშტთა შორისა ბ 5:14და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი.
- ფსალმუნები 29:9ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,
- გამოცხადება 15:1და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 15
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში
