
ფსალმუნი 29:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.
ფსალმუნი 29:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 29:9 კონტექსტში
29:7ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს.
29:8ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს.
29:9ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.
29:10უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.
29:11უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 29:9
- ფსალმუნები 46:2ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.
- ფსალმუნები 46:5ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.
- ეზექიელი 20:46ადამის ძევ! თემანის გზისკენ მიაქციე პირი და უქადაგე სამხრეთს, ნეგების ველის ტყეს უწინასწარმეტყველე.
- ეზექიელი 20:48დაინახავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, დავანთე ცეცხლი და არ ჩაქრება.
- ფსალმუნები 26:8უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
- იობი 39:1თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? ფურირმის მყვირალობა თუ შეგინიშნავს?
- იობი 39:3ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ, უამდებათ შობის ტკივილები.
- ფსალმუნები 48:9ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 29
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში