გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 7:8: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

13 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 7:8

მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია.

რომაელთა მიმართ 7:8 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 5 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 7:8

13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “წმიდა პავლე მოციქული ცდილობს, პირი აუკრას მანიქეველებს, რომლებიც რჯულს ადანაშაულებდნენ. ამიტომაც ამბობს: ‘ცოდვა არ ვიცოდი, გარნა თუ რჯულით; გულისთქმა არ ვიცოდი, გარნა თუ რჯულსა ეთქვა: არა გული გითქუას’. და დასძენს: ‘ხოლო ცოდვამან მიზეზი მიიღო მცნებითა და ჩემ თანა ქმნა ყოველი გულისთქმა’.”

    მთელი განმარტება

    წმიდა პავლე მოციქული ცდილობს, პირი აუკრას მანიქეველებს, რომლებიც რჯულს ადანაშაულებდნენ. ამიტომაც ამბობს: “ცოდვა არ ვიცოდი, გარნა თუ რჯულით; გულისთქმა არ ვიცოდი, გარნა თუ რჯულსა ეთქვა: არა გული გითქუას”. და დასძენს: “ხოლო ცოდვამან მიზეზი მიიღო მცნებითა და ჩემ თანა ქმნა ყოველი გულისთქმა”.

    განა ვერ ხედავთ, როგორ იცავს მოციქული რჯულს ბრალდებისაგან? “ცოდვამან მიზეზი მიიღო”, ამბობს იგი და არა რჯულმა. ცოდვამ გააძლიერა გულისთქმა და მოხდა საწინააღმდეგო იმისა, რასაც რჯული ისურვებდა. ეს კი სისუსტის ბრალია და არა რჯულის ბოროტი ზრახვების.

    როდესაც რაიმეს ვნატრობთ და შემდეგ დაბრკოლებას ვაწყდებით, ვნება უფრო ძლიერად იკიდებს ცეცხლს. მაგრამ ეს რჯულის ბრალი არ არის, რომელმაც აკრძალვა დაგვიდო, რათა საერთოდ აგვერიდებინა ვნება. არამედ ცოდვა, ანუ შენი გულგრილობა და ბოროტი ნება იყენებენ სიკეთეს ბოროტად. ცუდად გამოყენებაში კი დამნაშავე ექიმი კი არა, ავადმყოფია.

    ღმერთს რჯული იმისთვის არ მიუცია, რომ ვნება აენთო, არამედ იმისთვის, რომ ჩაექრო. მაგრამ პირიქით მოხდა და ამაში მისი ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია. უსამართლო იქნებოდა იმის დადანაშაულება, ვინც ცხელებით შეპყრობილს, სიცხეში ცივი სასმელის მსურველს, არ აძლევს დანაყრების საშუალებას და ამით უფრო მეტად აღვივებს ამ დამღუპველი სიამოვნების ვნებას. ექიმის საქმეა მხოლოდ აკრძალვა, თავშეკავება კი თავად ავადმყოფმა უნდა შეძლოს.

    რა მოხდა, თუკი ცოდვამ რჯულისგან მიიღო საბაბი? ბევრი ბოროტი ადამიანი კეთილი ბრძანებების მეშვეობითაც კი ზრდის საკუთარ მანკიერებას. ასე დაღუპა ეშმაკმა იუდა, ვერცხლისმოყვარეობაში ჩააგდო და მათხოვრების კუთვნილი მოპარვა აღძრა. მაგრამ ის კი არ აქცევდა მას ასეთად, რომ ფულის ყუთი ჰქონდა ჩაბარებული, არამედ ნების ბოროტება. სწორედ მან განდევნა ადამი და ევა სამოთხიდან, აღძრა ისინი ხის ნაყოფის გასინჯვისკენ. და ამაში ხე არ იყო დამნაშავე, თუმცა მისგან მიიღეს საბაბი.

    ნუ გაგიკვირდებათ, რომ პავლე რჯულზე საუბრისას ძალიან ძლიერ გამოთქმებს იყენებს. იგი მხოლოდ აუცილებელს ამბობს, ართმევს შესაძლებლობას სხვაგვარად მოაზროვნეებს, მის სიტყვებში იპოვონ წინააღმდეგობის საბაბი და ავლენს დიდ გულმოდგინებას, სწორად წარმოაჩინოს არსებული მდგომარეობა. ამიტომ ნუ შეაფასებთ უბრალოდ ამჟამინდელ საუბარს, არამედ ჩაუღრმავდით მიზეზს, რომელმაც აიძულა მოციქული ასე ელაპარაკა. წარმოიდგინეთ იუდეველთა მძვინვარება და მათი გადაულახავი სიჯიუტე, რომლის დაძლევასაც ცდილობდა. ერთი შეხედვით, ის ბევრს ლაპარაკობს რჯულის წინააღმდეგ, მაგრამ არა იმისთვის, რომ რჯული დაადანაშაულოს, არამედ იმისთვის, რომ გაანადგუროს იუდეველთა სიჯიუტე.

    თუკი რჯულს იმაში დავადანაშაულებთ, რომ ცოდვამ მისი მეშვეობით მიიღო საბაბი, მაშინ აღმოჩნდება, რომ ეს ახალ აღთქმაშიც მოხდა. ახალ აღთქმაშიც უამრავი კანონია და თანაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. და ყველას შეუძლია დაინახოს, რომ იგივე ხდება აქაც, არა მხოლოდ გულისთქმასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ყოველგვარ მანკიერებასთან დაკავშირებით.

    “უკუეთუ არა მოვედი და ვეტყოდე მათ, ცოდვა არა ექმნებოდა” (იოან. 15:22), ამბობს ქრისტე. ესე იგი, ცოდვამ აქაც იპოვა თავისთვის საზრდო, სასჯელი კი უფრო დიდი გახდა. ასევე პავლე, მადლის შესახებ მსჯელობისას, ამბობს: “რაოდენ უმეტესისა სატანჯველისა ღირს იხილოთ, რომელმან შეურაცხყო ძე ღმრთისა” (ებრ. 10:29)? მაშასადამე, უარესი სასჯელიც აქედან იღებს სათავეს, უფრო დიდი წყალობიდან.

    მსგავსად ამისა, წარმართებზეც ამბობს მოციქული, რომ ისინი პასუხისმგებლობის გარეშე დარჩნენ, რადგან გონებით დაჯილდოებულებმა, ბუნების სილამაზის ჭვრეტით და ამ გზით შემოქმედისკენ წარმართვის შესაძლებლობის მქონეებმა, სათანადოდ ვერ გამოიყენეს ღვთის სიბრძნე.

    დააკვირდით, რომ კეთილი საქმეები ბევრ შემთხვევაში მანკიერებისთვის უფრო დიდი სასჯელის საბაბი ხდებოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის გამო ღვთის წყალობას არ დავადანაშაულებთ. პირიქით, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გავოცდებით მათით და დავგმობთ იმ ადამიანების განწყობას, რომლებმაც სიკეთე საპირისპირო მიზნებისთვის გამოიყენეს. იგივეს გავაკეთებთ რჯულთან მიმართებაშიც.

    მაგრამ ეს ყველაფერი ადვილი და გასაგებია, მხოლოდ შემდეგი სირთულე იწვევს კითხვებს: რატომ ამბობს მოციქული: “გულისთქმა არ ვიცოდი, გარნა თუ რჯულსა ეთქვა: არა გული გითქუას” (რომ. 7:7)? თუ ადამიანმა გულისთქმა არ იცოდა, სანამ რჯულს არ მიიღებდა, მაშინ რატომ მოხდა წარღვნა? რატომ დაიწვა სოდომი? მაშ, რაზე საუბრობს მოციქული? დაძაბულ გულისთქმაზე. ამიტომ არ თქვა: წარმოშვა ჩემში გულისთქმა, არამედ, “ყოველგვარი გულისთქმა”, რაც აქ მის ძლიერ განვითარებაზე მიანიშნებს.

    რა სარგებლობა მოაქვს რჯულს, თუ მან ვნება გააძლიერა? არანაირი, უფრო მეტიც, დიდი ზიანი. თუმცა, დამნაშავე რჯული კი არა, რჯულის მიმღებთა უზრუნველობაა. გულისთქმა ცოდვამ წარმოშვა, თანაც რჯულის მეშვეობით, მაგრამ მაშინ, როდესაც რჯული ამაზე კი არ ზრუნავდა, არამედ საპირისპიროზე. ესე იგი, ცოდვა რჯულზე გაცილებით ძლიერი გახდა. მაგრამ ამაშიც რჯული კი არა, ადამიანური უმადურობაა დამნაშავე.

    რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია, ანუ არც ისე ცნობილი. თუმცა რჯულამდე მცხოვრებმა ადამიანებმაც იცოდნენ, რომ სცოდავდნენ, მაგრამ სრულად რჯულის მიღების შემდეგ შეიცნეს. ამის გამო, ამ დროიდან უფრო დიდ მსჯავრს დაექვემდებარნენ. ერთი და იგივე ხომ არ არის, როდესაც ბრალმდებელი ბუნებაა, თუ ბუნებასთან ერთად რჯულიც, რომელიც ყველაფერზე ნათელ მითითებებს იძლევა.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. კონსტანციუსი5 საუკუნე
  8. ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე
  9. სევერიანე გაბალელი5 საუკუნე
  10. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  11. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  12. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  13. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 13

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 7:8 კონტექსტში

7:6ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით.

7:7მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს.

7:8მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია.

7:9ხოლო მე ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი, და როცა მოიწია მცნება, ცოდვა გაცოცხლდა.

7:10მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 7:8

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 7

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში