
რომაელთა მიმართ 8:6: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა.
რომაელთა მიმართ 8:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 8:6
13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “იხილეთ რომ. 8:5.”
მთელი განმარტება
იხილეთ რომ. 8:5.
“ნუთუ ეკლისაგან კრეფენ ყურძენს, ანდა ღვარძლისაგან ლეღვს?” (მათ. 7:16). “ასე ყოველი კეთილი ხე კარგ ნაყოფს იძლევა, ხოლო ცუდი ხე, ცუდ ნაყოფს” (მათ. 7:17). “არ შეუძლია კეთილ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება, არც ცუდ ხეს, კეთილი ნაყოფის გამოღება” (მათ. 7:18).
რას გვეუბნება უფალი ამ სიტყვებით? იმ ადამიანებს, რომლებზეც საუბარია, არაფერი აქვთ თვინიერი, არაფერი ტკბილი. მხოლოდ გარეგნულად არიან ცხვრები, ამიტომაც არის მათი შეცნობა ადვილი. და რომ ოდნავადაც არ შეყოყმანდე, ქრისტე იმას ადარებს ბუნებრივ აუცილებლობას, რაც სხვაგვარად ვერ იქნება. ამის შესახებ პავლეც ამბობს: “ხოლო ხორციელად ზრახვა სიკვდილია... ვინაიდან ღვთის რჯულს არ ემორჩილებიან და არც შეუძლიათ” (რომ. 8:6, 7).
საუბრები მათეს სახარებაზე. საუბარი 23.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე გენადი კონსტანტინოპოლელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 13
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 8:6 კონტექსტში
8:4და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად.
8:5რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.
8:6ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა.
8:7იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 8:6
- გალატელთა მიმართ 6:8ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.
- რომაელთა მიმართ 8:7იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
- რომაელთა მიმართ 8:13რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.
- რომაელთა მიმართ 13:14არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
- რომაელთა მიმართ 6:23ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
- გალატელთა მიმართ 5:22ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
- იოანე 14:27მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება.
- იაკობის ეპისტოლე 1:14არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 8
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



