
რუთი 2:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღო და წავიდა ქალაქში. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც შეუჭმელი დარჩა და მისცა.
რუთი 2:18 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 2:18 კონტექსტში
2:16ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს, ნუ დაუშლით.
2:17საღამომდე კრეფდა ქალი ყანაში. დაცეხვა ანაკრეფი და გამოუვიდა ერთ ეფამდე ქერის მარცვალი.
2:18აიღო და წავიდა ქალაქში. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც შეუჭმელი დარჩა და მისცა.
2:19უთხრა მას დედამთილმა: სად კრეფდი დღეს, სად შრომობდი? დალოცვილი იყოს შენი მომხედავი! უამბო დედამთილს ვისთანაც შრომობდა, და უთხრა: ბოყაზი ჰქვია იმ კაცს, ვისთანაც ვშრომობდი დღეს.
2:20უთხრა ნაყომიმ რძალს: დალოცვილი იყოს უფლისაგან, რომ წყალობა არ მოაკლო არც ცოცხლებს და არც მკვდრებს! უთხრა ნაყომიმ: ჩვენი ახლობელია ეს კაცი, ჩვენი სანათესაოდან არის.
პარალელური ადგილები: რუთი 2:18
- რუთი 2:14უთხრა მას ბოყაზმა: პურის ჭამისას მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ჩააწე ღვინოში. დაჯდა ქალი მომკელთა გვერდით. დაუყარეს ქუმელი, მანაც ჭამა გაძღომამდე და კიდევაც დარჩა შეუჭმელი.
- იოანე 6:12როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო.
- იოანე 6:13მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:4ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს.
განაგრძე კითხვა: რუთი 2
სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში