გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რუთი 2:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რუთი 2:16

ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს, ნუ დაუშლით.

რუთი 2:16 · საქართველოს საპატრიარქო

რუთი 2:16 კონტექსტში

2:14უთხრა მას ბოყაზმა: პურის ჭამისას მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ჩააწე ღვინოში. დაჯდა ქალი მომკელთა გვერდით. დაუყარეს ქუმელი, მანაც ჭამა გაძღომამდე და კიდევაც დარჩა შეუჭმელი.

2:15როცა ქალი ასაკრეფად ადგა, უბრძანა ბოყაზმა ბიჭებს და უთხრა: ძნებს შორისაც აკრიფოს, ნუ დააყვედრით.

2:16ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს, ნუ დაუშლით.

2:17საღამომდე კრეფდა ქალი ყანაში. დაცეხვა ანაკრეფი და გამოუვიდა ერთ ეფამდე ქერის მარცვალი.

2:18აიღო და წავიდა ქალაქში. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც შეუჭმელი დარჩა და მისცა.

პარალელური ადგილები: რუთი 2:16

განაგრძე კითხვა: რუთი 2

სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში