
რუთი 2:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საღამომდე კრეფდა ქალი ყანაში. დაცეხვა ანაკრეფი და გამოუვიდა ერთ ეფამდე ქერის მარცვალი.
რუთი 2:17 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 2:17 კონტექსტში
2:15როცა ქალი ასაკრეფად ადგა, უბრძანა ბოყაზმა ბიჭებს და უთხრა: ძნებს შორისაც აკრიფოს, ნუ დააყვედრით.
2:16ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს, ნუ დაუშლით.
2:17საღამომდე კრეფდა ქალი ყანაში. დაცეხვა ანაკრეფი და გამოუვიდა ერთ ეფამდე ქერის მარცვალი.
2:18აიღო და წავიდა ქალაქში. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც შეუჭმელი დარჩა და მისცა.
2:19უთხრა მას დედამთილმა: სად კრეფდი დღეს, სად შრომობდი? დალოცვილი იყოს შენი მომხედავი! უამბო დედამთილს ვისთანაც შრომობდა, და უთხრა: ბოყაზი ჰქვია იმ კაცს, ვისთანაც ვშრომობდი დღეს.
პარალელური ადგილები: რუთი 2:17
- იგავესნი 31:27თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს.
- ეზექიელი 45:11ეფა და ბათი ერთი საწყაო უნდა იყოს: ბათი ხომერის მეათედს უნდა შეიცავდეს და ეფაც ხომერის მეათედს. ხომერი უნდა იყოს წყვე.
- ეზექიელი 45:12შეკელი ოცი გერაა, ოცი შეკელი ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.
- გამოსვლა 16:36გომერი კი ეფას მეათედია.
განაგრძე კითხვა: რუთი 2
სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში