
რუთი 2:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წავიდა და შეუდგა აკრეფას ყანაში მომკელთა კვალზე. ბოლოს იმ ბოყაზის ყანაში მოხვდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.
რუთი 2:3 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 2:3 კონტექსტში
2:1ქმრის მხრიდან ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ერთი შეძლებული კაცი, ელიმელექის საგვარეულოდან, სახელად ბოყაზი.
2:2უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: წავალ ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვიპოვნი. უთხრა: წადი, შვილო.
2:3წავიდა და შეუდგა აკრეფას ყანაში მომკელთა კვალზე. ბოლოს იმ ბოყაზის ყანაში მოხვდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.
2:4ამ დროს ბოყაზიც მოვიდა ბეთლემიდან და უთხრა მომკელებს: უფალი იყოს თქვენთან! მიუგეს: უფალმა გაკურთხოს!
2:5უთხრა ბოყაზმა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: ვისია ეს ყმაწვილი ქალი?
პარალელური ადგილები: რუთი 2:3
- ლუკას სახარება 10:31შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია.
- მათეს სახარება 10:29განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:12ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:11გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენ მიერ გემცნოთ,
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:12რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ.
- ესთერი 6:1იმ ღამით ძილი გაუკრთა მეფეს. მოატანინა სამახსოვრო წიგნი - მატიანე და უკითხავდნენ მეფეს.
- ესთერი 6:2აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ამხილა მარდოქაიმ ბიგთანა და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველნი, რომელთაც მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჰქონდათ განზრახული.
განაგრძე კითხვა: რუთი 2
სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში