
რუთი 2:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქმრის მხრიდან ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ერთი შეძლებული კაცი, ელიმელექის საგვარეულოდან, სახელად ბოყაზი.
რუთი 2:1 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 2:1 კონტექსტში
2:1ქმრის მხრიდან ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ერთი შეძლებული კაცი, ელიმელექის საგვარეულოდან, სახელად ბოყაზი.
2:2უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: წავალ ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვიპოვნი. უთხრა: წადი, შვილო.
2:3წავიდა და შეუდგა აკრეფას ყანაში მომკელთა კვალზე. ბოლოს იმ ბოყაზის ყანაში მოხვდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.
პარალელური ადგილები: რუთი 2:1
- რუთი 4:21სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,
- რუთი 3:12ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს.
- რუთი 3:2აი, ბოყაზი, ჩვენი ნათესავი, რომლის მსახურ ქალებთანაც ნამყოფი ხარ, აი, ამ ღამით ქერს ანიავებს კალოზე.
- მათეს სახარება 1:5სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.
- რუთი 1:2კაცს ერქვა ელიმელექი, მის ცოლს ნაყომი; ვაჟებს მახლონი და ქილიონი. ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის ველზე და იყვნენ იქ.
- ნეშტთა შორისა ა 2:10რამმა შვა: ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი.
- ნეშტთა შორისა ა 2:12ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე.
- მეორე სთვლისაება 8:17რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი.
განაგრძე კითხვა: რუთი 2
სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში