
რუთი 2:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ დროს ბოყაზიც მოვიდა ბეთლემიდან და უთხრა მომკელებს: უფალი იყოს თქვენთან! მიუგეს: უფალმა გაკურთხოს!
რუთი 2:4 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 2:4 კონტექსტში
2:2უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: წავალ ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვიპოვნი. უთხრა: წადი, შვილო.
2:3წავიდა და შეუდგა აკრეფას ყანაში მომკელთა კვალზე. ბოლოს იმ ბოყაზის ყანაში მოხვდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.
2:4ამ დროს ბოყაზიც მოვიდა ბეთლემიდან და უთხრა მომკელებს: უფალი იყოს თქვენთან! მიუგეს: უფალმა გაკურთხოს!
2:5უთხრა ბოყაზმა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: ვისია ეს ყმაწვილი ქალი?
2:6მიუგო მსახურმა, რომელიც თავზე ადგა მომკელებს, და უთხრა: მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი, ნაყომის წამოჰყვა მოაბის ველიდან.
პარალელური ადგილები: რუთი 2:4
- ფსალმუნები 129:7რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.
- ფსალმუნები 129:8და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით.
- მსაჯულნი 6:12გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო!
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:16თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
- ლუკას სახარება 1:28შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის.
- ფსალმუნები 118:26კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
- რუთი 4:11უთხრეს კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რახელივით და ლეასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი. ქმენი სიქველე ეფრათაში და გაითქვი სახელი ბეთლემში.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:22უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.
განაგრძე კითხვა: რუთი 2
სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში