
რუთი 3:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იწვა ქალი მის ფეხთით დილამდე და ადგა დილაბნელზე. თქვა ბოყაზმა: არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე.
რუთი 3:14 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 3:14 კონტექსტში
3:12ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს.
3:13გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი, გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ, უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე.
3:14იწვა ქალი მის ფეხთით დილამდე და ადგა დილაბნელზე. თქვა ბოყაზმა: არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე.
3:15უთხრა: აიღე ეგ თავშალი, რომ გახურავს, და ხელში დაიჭირე. მანაც დაიჭირა ხელში და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაული ქერის მარცვალი, ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა.
3:16მივიდა რუთი თავის დედამთილთან. შეეკითხა: რა იყო, შვილო? მითხარი, როგორ მოგექცა ის კაცი?
პარალელური ადგილები: რუთი 3:14
- კორინთელთა მიმართ ბ 8:21რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც.
- რომაელთა მიმართ 14:16ნუმც დაიგმობა თქვენი სიკეთე.
- კორინთელთა მიმართ ა 10:32ნუ აცდუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:12კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი მოხილვის დღეს.
- რომაელთა მიმართ 12:17ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
- ეკლესიასტე 7:1კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა - გაჩენის დღეს.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:22განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.
განაგრძე კითხვა: რუთი 3
სრულად წაიკითხე: რუთი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში