
რუთი 3:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს.
რუთი 3:12 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 3:12 კონტექსტში
3:10თქვა: დალოცვილი იყავ უფლისაგან, შვილო. რაც ახლა მადლი ჰქვნი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰეევი, არც ღარიბს, არც მდიდარს.
3:11ახლა ნუ გეშინია, შვილო. ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ.
3:12ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს.
3:13გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი, გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ, უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე.
3:14იწვა ქალი მის ფეხთით დილამდე და ადგა დილაბნელზე. თქვა ბოყაზმა: არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე.
პარალელური ადგილები: რუთი 3:12
- რუთი 4:1ავიდა ბოყაზი კარიბჭესთან და იქ დაჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ნათესავმა კაცმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა: მოდი, სახელით მოუხმო, აქ დაჯექიო. ისიც მივიდა და დაჯდა.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:6რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის.
- მათეს სახარება 7:12როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი.
განაგრძე კითხვა: რუთი 3
სრულად წაიკითხე: რუთი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში