
რუთი 3:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი, გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ, უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე.
რუთი 3:13 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 3:13 კონტექსტში
3:11ახლა ნუ გეშინია, შვილო. ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ.
3:12ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს.
3:13გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი, გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ, უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე.
3:14იწვა ქალი მის ფეხთით დილამდე და ადგა დილაბნელზე. თქვა ბოყაზმა: არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე.
3:15უთხრა: აიღე ეგ თავშალი, რომ გახურავს, და ხელში დაიჭირე. მანაც დაიჭირა ხელში და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაული ქერის მარცვალი, ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა.
პარალელური ადგილები: რუთი 3:13
- იერემია 4:2დაიფიცებ უფლის სახელს ჭეშმარიტებით, სამართლიანად და სიმართლით, ხალხებიც დაილოცებიან და განითქმიან მასში.
- რუთი 4:5თქვა ბოყაზმა: როცა ნაყომისგან ყანას იყიდი, მოაბელი რუთისგან, გარდაცვლილის ცოლისგანაც უნდა იყიდო, რომ სახელი აღუდგინო თავის სამკვიდროში გარდაცვლილს.
- რუთი 2:20უთხრა ნაყომიმ რძალს: დალოცვილი იყოს უფლისაგან, რომ წყალობა არ მოაკლო არც ცოცხლებს და არც მკვდრებს! უთხრა ნაყომიმ: ჩვენი ახლობელია ეს კაცი, ჩვენი სანათესაოდან არის.
- მეორე სთვლისაება 25:5თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.
- მეორე სთვლისაება 25:9თავზე დაადგება მას მისი რძალი უხუცესების თვალწინ, ფეხსაცმელს გახდის, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც სახლს არ უშენებს თავის ძმას.
- მათეს სახარება 22:24მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.
- მათეს სახარება 22:27ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა.
- ებრაელთა მიმართ 6:16ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.
განაგრძე კითხვა: რუთი 3
სრულად წაიკითხე: რუთი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში