
რუთი 3:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აი, ბოყაზი, ჩვენი ნათესავი, რომლის მსახურ ქალებთანაც ნამყოფი ხარ, აი, ამ ღამით ქერს ანიავებს კალოზე.
რუთი 3:2 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 3:2 კონტექსტში
3:1უთხრა მას ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: შვილო, მყუდრო ადგილი მინდა მოგიძებნო, რომ ბედნიერი იყო.
3:2აი, ბოყაზი, ჩვენი ნათესავი, რომლის მსახურ ქალებთანაც ნამყოფი ხარ, აი, ამ ღამით ქერს ანიავებს კალოზე.
3:3გაიბანე, ზეთი იცხე, გამოეწყვე და კალოზე გადი. არ დაენახო იმ კაცს, სანამ ჭამა-სმა არ მორჩება.
3:4როცა დასაწოლად წავა, გაიგე, სად წევს. მიდი, გადაუწიე ფეხებთან წამოსასხამი და მიუწექი. თავად გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე.
პარალელური ადგილები: რუთი 3:2
- მეორე სთვლისაება 25:5თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.
- მეორე სთვლისაება 25:10და დაერქმევა სახელად ისრაელში: ფეხგახდილის სახლი.
- რუთი 2:20უთხრა ნაყომიმ რძალს: დალოცვილი იყოს უფლისაგან, რომ წყალობა არ მოაკლო არც ცოცხლებს და არც მკვდრებს! უთხრა ნაყომიმ: ჩვენი ახლობელია ეს კაცი, ჩვენი სანათესაოდან არის.
- რუთი 2:23არ მოშორებია იგი ბოყაზის მსახურ ქალებს. კრეფდა ნამკალში, სანამ ქერისა და პურის მკა არ დასრულდა. ასე ცხოვრობდა ის თავის დედამთილთან ერთად.
- რუთი 2:1ქმრის მხრიდან ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ერთი შეძლებული კაცი, ელიმელექის საგვარეულოდან, სახელად ბოყაზი.
- რუთი 2:8უთხრა ბოყაზმა რუთს: ახლა ყური მიგდე, შვილო. სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
- ებრაელთა მიმართ 2:11ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ,
- ებრაელთა მიმართ 2:14და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი,
განაგრძე კითხვა: რუთი 3
სრულად წაიკითხე: რუთი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში