
რუთი 2:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ბოყაზმა რუთს: ახლა ყური მიგდე, შვილო. სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
რუთი 2:8 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 2:8 კონტექსტში
2:6მიუგო მსახურმა, რომელიც თავზე ადგა მომკელებს, და უთხრა: მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი, ნაყომის წამოჰყვა მოაბის ველიდან.
2:7თქვა, ამაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზეო. მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს. შინ თითქმის არ ჩერდება.
2:8უთხრა ბოყაზმა რუთს: ახლა ყური მიგდე, შვილო. სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
2:9ხომ ხედავ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე. ბიჭებისთვის ნაბრძანები მაქვს, არ დაგიშალონ. თუ მოგწყურდეს, ჭურჭლებთან მიდი და დალიე, საიდანაც ჩემი ბიჭები იღებენ წყალს.
2:10პირქვე დაემხო ქალი, მდაბლად თაყვანისცა და უთხრა: რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი ასე დამაფასე?
პარალელური ადგილები: რუთი 2:8
- ქებათა ქება 1:7მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?
- ქებათა ქება 1:8თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
- მათეს სახარება 9:22ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს.
- მეფეთა ა 3:6კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ელისთან და უთხრა: - აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, შვილო, წადი, დაწექი.
- მეფეთა ა 3:16დაუძახა სამუელს და უთხრა: სამუელ, შვილო! მიეგო: აქა ვარ.
- მათეს სახარება 9:2და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.
- ფილიპელთა მიმართ 4:8და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.
- მათეს სახარება 10:7მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
განაგრძე კითხვა: რუთი 2
სრულად წაიკითხე: რუთი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში