გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რუთი 4:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რუთი 4:2

მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა: დასხედით აქ. ისინიც დასხდნენ.

რუთი 4:2 · საქართველოს საპატრიარქო

რუთი 4:2 კონტექსტში

4:1ავიდა ბოყაზი კარიბჭესთან და იქ დაჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ნათესავმა კაცმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა: მოდი, სახელით მოუხმო, აქ დაჯექიო. ისიც მივიდა და დაჯდა.

4:2მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა: დასხედით აქ. ისინიც დასხდნენ.

4:3უთხრა ბოყაზმა იმ ნათესავს: ჩვენი მოძმის, ელიმელექის, ყანის ნაკვეთი გაყიდა მოაბის ველებიდან დაბრუნებულმა ნაყომიმ.

4:4ახლა ამას გიცხადებ: იყიდე ყანა აქ მსხდომთა და ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. თუ გსურს ენათესავო, ენათესავე. თუ არა და, მითხარი და მეცოდინება, რადგან შენზე წინ არავისა აქვს ნათესაობის უფლება. მე მხოლოდ შენ შემდეგ ვარ. თქვა: ვუნათესავებ.

პარალელური ადგილები: რუთი 4:2

განაგრძე კითხვა: რუთი 4

სრულად წაიკითხე: რუთი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში