
ქებათა ქება 4:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
ქებათა ქება 4:3 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 4:3 კონტექსტში
4:1აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.
4:2შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ-ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.
4:3შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
4:4შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი.
4:5ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 4:3
- ქებათა ქება 6:7ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
- იესო ნავეს ძე 2:18თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში.
- ქებათა ქება 5:16მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი - ყოვლად სანატრელი. ეს არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!
- ფსალმუნები 37:30წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
- რიცხვთა 19:6აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი და ჭიაფერი ნართი და ჩააგდოს ცეცხლში, სადაც ფური იწვის.
- რიცხვთა 4:8გაშლიან ზედ ჭიაფერ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.
- ეზექიელი 16:63რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი.
- იგავესნი 16:21გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 4
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში