
ქებათა ქება 7:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი.
ქებათა ქება 7:9 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 7:9 კონტექსტში
7:7რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით!
7:8შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები.
7:9ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი.
7:10შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 7:9
- ქებათა ქება 5:16მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი - ყოვლად სანატრელი. ეს არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!
- კოლასელთა მიმართ 4:6თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
- მოციქულთა საქმენი 2:11იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს.
- მოციქულთა საქმენი 2:13სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო.
- კოლასელთა მიმართ 3:16დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
- კოლასელთა მიმართ 3:17ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:13მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებულთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:14რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 7
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში