
ქებათა ქება 7:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც.
ქებათა ქება 7:11 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 7:11 კონტექსტში
7:9ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი.
7:10შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
7:11მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც.
7:12მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე;
7:13ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 7:11
- ქებათა ქება 4:8წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან.
- ქებათა ქება 2:10მომიგებს მეტრფე ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!
- ქებათა ქება 2:13ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!
- ქებათა ქება 1:4თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 7
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში