
ზაქარია 14:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნ;ნ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.
ზაქარია 14:16 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 14:16 კონტექსტში
14:14იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს; დახვავდება ყველა გარეშემო ხალხის დოვლათი, ოქრო-ვერცხლი და დიდძალი სამოსელი.
14:15ასეთივე იქნება სატანჯველი ცხენთა და ჯორთა, აქლემთა და სახედართა, ყოველი პირუტყვისა, რომელიც კი მათ ურდოებში იქნება.
14:16მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნ;ნ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.
14:17მოხდება ისე, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად, წვიმა არ იქნება მათზე.
14:18თუ ეგვიპტის ტომი არ ავა, არ შევა იქ, წვიმა რ იქნება მასზე; იქნება სატანჯველი, რითაც დასტანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ.
პარალელური ადგილები: ზაქარია 14:16
- ესაია 66:23მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემ წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.
- ზაქარია 14:17მოხდება ისე, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად, წვიმა არ იქნება მათზე.
- ზაქარია 14:19ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ.
- ზაქარია 8:20ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა მცხოვრებნი.
- ზაქარია 8:23ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი.
- ესაია 66:18რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
- ესაია 66:21მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი.
- ესაია 60:6უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 14
სრულად წაიკითხე: ზაქარია 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში