
ზაქარია 9:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს),
ზაქარია 9:1 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 9:1 კონტექსტში
9:1განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს),
9:2და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ.
9:3აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით.
პარალელური ადგილები: ზაქარია 9:1
- იერემია 49:23დამასკოზე გაწბილდნენ ხამათი და არფადი, რადგან ცუდი ამბები მოუვიდათ. შეშფოთდნენ; ზღვაზე ღელვაა და ვერ ისვენებენ.
- იერემია 49:27ცეცხლს წავუკიდებ დამასკოს გალავანს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის პალატებს.
- ამოსი 1:3სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს.
- ამოსი 1:5დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და ედენის სახლის კვერთხისმპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში, ამბობს უფალი.
- ესაია 9:8სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე.
- ესაია 9:21მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
- იერემია 23:33თუ შეგეკითხება ეს ხალხი ან წინასწარმეტყველთ, ან მღვდელი, რა არისო უფლის განაჩენი? უთხარი მათ, რა განაჩენია. მე მიგატოვებთ თქვენ, ამბობს უფალი.
- იერემია 23:38თუ იტყვით, უფლის განაჩენიაო, ასე ამბობს უფალი: იმის გამო, რომ ამბობთ ამ გამოთქმას - უფლის განაჩენიაო, მე კი შემოგითვალეთ, ნუ ამბობთ-მეთქი, უფლის განაჩენიაო,
განაგრძე კითხვა: ზაქარია 9
სრულად წაიკითხე: ზაქარია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში