
ზაქარია 9:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით.
ზაქარია 9:3 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 9:3 კონტექსტში
9:1განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს),
9:2და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ.
9:3აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით.
9:4აჰა, უფალი ცარიელზე დასტოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება.
9:5იხილავს აშკელონი და შეეშინდება, ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი; გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი.
პარალელური ადგილები: ზაქარია 9:3
- ეზექიელი 28:4შენი სიბრძნითა და გონებით მოგიხვეჭავს დოვლათი, ოქროთი და ვერცხლით აგივსია საგანძურები,
- ეზექიელი 28:5ბრძნული ვაჭრობით გაგიმრავლებია დოვლათი და გადიდგულებულხარ შენი დოვლათით,
- ეზექიელი 27:33როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი.
- იობი 27:16თუ ქვიშასავით დააგროვებს ოქროს და ზვინებად დაყრის შესამოსელს,
- მეფეთა ბ 24:7მივიდნენ ტიროსის ციხე-სიმაგრესთან და მოიარეს ხივიმლთა და ქანაანელთა ყველა ქალაქი და გადავიდნენ იუდას სამხრით, ბერშებაში.
- იესო ნავეს ძე 19:29ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე-ქალაქამდე; ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან - ხებელიდან აქზიბამდე.
- იობი 22:24მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო;
- ესაია 23:8ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, გვირგვინთა მიმნიჭებელს, რომლის ვაჭრები მთავრები არიან და მისი სოვდაგრები - ქვეყნის დიდებულნი?
განაგრძე კითხვა: ზაქარია 9
სრულად წაიკითხე: ზაქარია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში