
სოფონია 1:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს;
სოფონია 1:8 · საქართველოს საპატრიარქო
სოფონია 1:8 კონტექსტში
1:6მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ.
1:7იდუმე უფლის, ღვთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფროს დღე; რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები.
1:8დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს;
1:9მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამვსებელს.
1:10გაისმება იმ დღეს, ამბობს უფალი, გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი მთაგორებიდან.
პარალელური ადგილები: სოფონია 1:8
- ესაია 24:21მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე.
- ესაია 3:18იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს,
- ესაია 3:24სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.
- იერემია 22:11რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე, რომელიც მეფობდა მამამისის, იოშიას, ნაცვლად; ვინც გავიდა ამ ადგილიდან, აღარ დაბრუნდება აქ,
- იერემია 22:19ვირის დამარხვით დაიმარხება. წაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეთა იქით გადააგდებენ.
- ესაია 39:7წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.
- იერემია 22:24თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, ჩემი მარჯვენა ხელის ბეჭედიც რომ იყო შენ, ქონიაჰუ იეჰოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, წაგაძრობდი აქედან
- იერემია 22:30ასე ამბობს უფალი: ჩაწერეთ ეს კაცი როგორც უმემკვიდრო, რომელმაც ვერ გაიხარა თავის დღეში; რადგან ვერ გაიხარებს მისი თესლიდან დავითის მოსაყდრე და იუდას განმგებელი.
განაგრძე კითხვა: სოფონია 1
სრულად წაიკითხე: სოფონია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში