
ეზექიელი 30:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნენი უზრუნველი ქუშის შესაშინებლად და ეწევათ მათ სატკივარი, როგორც ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოაწია უკვე.
ეზექიელი 30:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 30:9 კონტექსტში
30:7გაუდაბურდება გაუდაბურებდლ ქვეყანათა შორის და მისი ქალაქები ნაოხარ ქალაქთა შორის იქნებიან.
30:8მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა წავუკიდებ ეგვიპტეს და ყოველი მისი შემწე გაცამტვერდება.
30:9იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნენი უზრუნველი ქუშის შესაშინებლად და ეწევათ მათ სატკივარი, როგორც ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოაწია უკვე.
30:10ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვსპობ ეგვიპტელთა სიმრავლეს ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის ხელით,
30:11ის და მისი ხალხი მასთან ერთად, უსასტიკესი ტომთა შორის, მოივლინებიან ამ ქვეყნის დასაღუპავად; იშიშვლებენ მახვილებს ეგვიპტეზე და დახოცილებით აავსებენ ქვეყანას.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 30:9
- ესაია 18:1ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს, ქუშის მდინარეთა გაღმა!
- ესაია 18:2ზღვით რომ აგზავნით მალემსრბოლებს წყალზე მოცურავე ლერწმის - ნავებით! გასწით, მკვირცხლთ მოციქულნო, მოჭიმულ და ალესილ ხალხთან, საშიშარ ერთან დასაბამიდან დღესამომდე, ხალხთა დამთრგუნველთან და გამთელავთან, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ!
- ესაია 23:5როგორც კი მიაწევს ხმა ეგვიპტემდე, შეძრწუნდებიან ტიროსის გამო.
- ეზექიელი 32:9ბევრი ხალხის გულს შევაშფოთებ, როდესაც მივიტან შენს განადგურებას ხალხებში, ქვეყნებში, რომლებიც შენ არ იცი. შენზე მოვა ბაბილონის მეფის მახვილი. ყველანი ისინი უსასტიკესნი არიან ხალხთა შორის, და გაძარცვავენ ეგვიპტის სიამაყეს და განადგურდება მთელი სიმრავლე მისი.
- ეზექიელი 32:10შევაძრწუნებ შენ გამო უამრავ ხალხს და შიშის ზარი დაეცემათ მათ მეფეებს შენ გამო, როცა მოვიქნევ მათ ზემოთ ჩემს მახვილს და ყოველ წამს სიკვდილის შიში ექნებათ შენი დაცემის დღეს.
- ესაია 20:3თქვა უფალმა: როგორც ჩემი მორჩილი ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ასე იქნება ნიშად და სასწაულად ეგვიპტისთვის და ქუშისთვის.
- სოფონია 2:15ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. როგორ გატიალდა, როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი ჩამვლელი მის შორიახლო დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს.
- იერემია 49:31ადექით, დალაშქრეთ უზრუნველი ხალხი, იმედიანად მცხოვრებნი, ამბობს უფალი. არც კარები აქვთ, არც ურდული; მარტოდმარტო სახლობენ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 30
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში