
ნეშტთა შორისა ა 11:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
ნეშტთა შორისა ა 11:15 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 11:15 კონტექსტში
11:13იგი დავითს ახლდა ფას-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ქერი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.
11:14ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. მაშინ დიდი ხსნა მოუტანა მათ უფალმა.
11:15ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
11:16მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა.
11:17ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 11:15
- ნეშტთა შორისა ა 14:9მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
- ესაია 17:5იქნება ისე, თითქოს მომკელს აეღოს ყანა და მისი მკლავს მოემკას თავთავები; იქნება ისე, როგორც რეფაიმის ველზე თავთავები იკრიფება.
- მეფეთა ბ 5:18მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
- მეფეთა ბ 23:13ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს. ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
- მეფეთა ბ 23:39ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
- იესო ნავეს ძე 15:8ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის, ანე იერუსალიმის, სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთიი, რეფაიმთა ველის კიდეზე, ჩრდილოეთით.
- იესო ნავეს ძე 12:15ლიბნას მეფე - ერთი; ყადულამის მეფე - ერთი;
- მიქა 1:15ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 11
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში