
ნეშტთა შორისა ა 11:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა.
ნეშტთა შორისა ა 11:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 11:16 კონტექსტში
11:14ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. მაშინ დიდი ხსნა მოუტანა მათ უფალმა.
11:15ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
11:16მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა.
11:17ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?
11:18გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და დავითს მოუტანეს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 11:16
- მეფეთა ა 10:5შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.
- მეფეთა ა 13:4გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაამარცხა საულმა ფილისტიმელთა სარდალი და რომ მტრად მოეკიდა ისრაელი ფილისტიმელებს, და შეიყარა ხალხი საულთან გილგალში.
- მეფეთა ა 13:23გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისკენ.
- ფსალმუნები 142:1მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.
- მეფეთა ა 22:1იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი.
- მეფეთა ა 23:25მიდიოდა საული მთის ერთ მხარეს, ხოლო დავითი თავისი კაცებითურთ მთის მეორე მხარეს. გამალებით გაურბოდა დავითი საულს, ხოლო საული და მისი ხალხი ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი ხალხისთვის და შეეპყროთ ისინი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 11
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში