
ნეშტთა შორისა ა 12:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისაქარიანთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა.
ნეშტთა შორისა ა 12:32 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 12:32 კონტექსტში
12:30ეფრემიანები ოციათას რვაასნი იყვნენ - მამაცი მოყმენი და მამისსახლთა სახელოვანი ვაჟკაცები.
12:31მენაშეს ტომის ნახევრიდან თვრამეტი ათასნი იყვნენ, რომელნიც სახელდებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ.
12:32ისაქარიანთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა.
12:33ზაბულუნიდან საბრძოლველად გამოდიოდნენ და საომრად იყვნენ დარაზმულნი ყველანაირი საბრძოლო აღჭურვილობით ორმოცდაათი ათასი, რათა უორგუღოდ დახმარებოდნენ.
12:34ნაფთალიდან ათასი სარდალი იყო, ოცდაჩვიდმეტი ათასი ფარ-შუბოსნის თანხლებით.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 12:32
- ეფესელთა მიმართ 5:17ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
- ლუკას სახარება 12:56თვალთმაქცნო, ცის ფერსა და მიწის ფერს არჩევთ და ამ დროის გარჩევა კი არ შეგიძლიათ?
- ლუკას სახარება 12:57ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის სამართლიანი?
- ესთერი 1:13უთხრა მეფემ ბრძენკაცებს, დროჟამის მცოდნეთ (რადგან ასე წყდებოდა სამეფო საქმე რჯულისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე.
- ესაია 33:6ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე.
- მათეს სახარება 16:3დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.
- ეკლესიასტე 7:19სიბრძნე ბრძენისათვის ძალაა, ქალაქის ათ მბრძანებელზე აღმატებული.
- იგავესნი 14:8გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში