
ნეშტთა შორისა ა 16:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს!
ნეშტთა შორისა ა 16:31 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 16:31 კონტექსტში
16:29შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
16:30ძრწოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! ხომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა.
16:31გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს!
16:32იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა.
16:33მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 16:31
- ფსალმუნები 96:10უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით.
- ფსალმუნები 97:1უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.
- გამოცხადება 19:6და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.
- ფსალმუნები 99:1უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები; ქერუბიმებზე მჯდომო, შესძარ ქვეყანა.
- ესაია 49:13გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი.
- ფსალმუნები 98:4შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
- ფსალმუნები 93:1უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.
- ფსალმუნები 93:2გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 16
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში