
ნეშტთა შორისა ა 16:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა.
ნეშტთა შორისა ა 16:32 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 16:32 კონტექსტში
16:30ძრწოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! ხომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა.
16:31გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს!
16:32იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა.
16:33მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
16:34აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 16:32
- ფსალმუნები 93:4წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი.
- ესაია 44:23გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა.
- ფსალმუნები 98:7ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
- ფსალმუნები 98:8მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.
- ფსალმუნები 148:9მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.
- ფსალმუნები 148:10მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 16
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში