
ფსალმუნი 93:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ.
ფსალმუნი 93:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 93:2 კონტექსტში
93:1უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.
93:2გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ.
93:3აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.
93:4წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 93:2
- ფსალმუნები 45:6ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
- ფსალმუნები 90:2ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
- იგავესნი 8:22უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით;
- იგავესნი 8:23უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან.
- ებრაელთა მიმართ 13:8იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
- გამოცხადება 2:8ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
- გამოცხადება 1:17ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
- გამოცხადება 1:18აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 93
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 93 · გახსენი ბიბლიის მკითხველში