
ნეშტთა შორისა ბ 1:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო ის სადღესასწაულო კარავი, მოსემ, ღვთის მორჩილმა რომ გააკეთა უდაბნოში.
ნეშტთა შორისა ბ 1:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 1:3 კონტექსტში
1:1გამტკიცდა სოლომონ დავითის ძე თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი.
1:2მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს, მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს.
1:3გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო ის სადღესასწაულო კარავი, მოსემ, ღვთის მორჩილმა რომ გააკეთა უდაბნოში.
1:4ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადატანილი იმ ადგილზე, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი.
1:5სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც ბეცალიელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისამ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 1:3
- ნეშტთა შორისა ა 21:29უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა, და აღსავლენის სამსხვერპლო იმჟამად გაბაონის ბორცვზე იდგა.
- ნეშტთა შორისა ა 16:39მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა,
- მეორე სთვლისაება 34:5მოკვდა მოსე, უფლის მორჩილი, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისაებრ.
- გამოსვლა 40:2პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, სადღესასწაულო კარავი.
- ლევიანი 1:1მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან:
- გამოსვლა 26:1ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე.
- გამოსვლა 26:37გააკეთე ჩამოსაფარებლისთვის ხუთი სვეტი ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე, კაუჭები ოქროსი იყოს. ხუთი სპილენძის ფეხი ჩამოასხი მათთვის.
- გამოსვლა 36:8გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 1
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში