
მეფეთა ა 22:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მორჩილებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან,
მეფეთა ა 22:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 22:8 კონტექსტში
22:6უთხრა საულმა ახლოს მდგარ მორჩილთ: ისმინეთ, ბენიამინელნო! ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს? ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად,
22:7ყველანი რომ შეითქვით ჩემ წინააღმდეგ და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მორჩილს, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
22:8მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მორჩილებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან,
22:9რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, საგზალიც მისცა და გოლიათ ფილისტიმელის მახვილიც.
22:10დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ძე, მამამისის მთელი სახლი და სამღვდელოება, ნობში რაც იყო, და მივიდნენ მეფესთან ყველანი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 22:8
- მეფეთა ა 18:3შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი.
- მეფეთა ა 23:21წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, ფრთხილად იქცევაო.
- მეფეთა ა 20:42უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენ შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე!
- მეფეთა ა 20:2მიუგო: ღმერთმა დაგიფაროს, არ მოკვდები! ახლა ყური მიგდე: არაფერ საქმეს, დიდი იქნება თუ მცირე, არ აკეთებს მამაჩემი, მე თუ არ გამიმხილა. რატომ დამიმალავდა მამაჩემი ამ საქმეს? ეს არ მოხდება.
- იობი 33:16მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,
- მეფეთა ა 20:8მიყავი სიკეთე შენს მორჩილს, რაკი საუფლო აღთქმით მიგიღივარ შენი მორჩილი: ბარემ შენ მომკალი, თუ რამე დანაშაული მაქვს, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან.
- მეფეთა ა 23:16უთხრა: ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს.
- მეფეთა ა 23:18მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხორშაში, ხაქიელის გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში