
მეფეთა ა 24:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დღესაც დაამტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, არ მომკალი.
მეფეთა ა 24:18 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 24:18 კონტექსტში
24:16როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო? და ატირდა საული.
24:17უთხრა დავითს: მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.
24:18დღესაც დაამტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, არ მომკალი.
24:19ვინ არის ისეთი, რომ დაჭერილი მტერი გაუშვას გზაზე? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
24:20ახლა კი მჯერა, რომ ნამდვილად იმეფებ და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 24:18
- მეფეთა ა 26:23აჰა, როგორც არ მემეტებოდა დღეს შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისაგან.
- ფსალმუნები 31:8და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.
- მეფეთა ა 26:8უთხრა დავითმა აბიშაის: ნუ დაღუპავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება.
- მეფეთა ა 23:12აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე კაცი, და გავიდნენ კეყილიდან. დადიოდნენ, სადაც კი შეიძლებოდა სიარული. ხოლო საულს ამცნეს, რომ გაიქცა დავითი კეყილიდან, და აღარ გამოვიდა საბრძოლველად.
- მეფეთა ა 23:7საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.
- მეფეთა ა 24:10ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 24
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში